პედაგოგების კონკურსი
კონკურსი საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული პედაგოგის პოზიციაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ეკონომიკის, მათემატიკისა და პოლიტიკის მიმართულებით პედაგოგების საათობრივი ანაზღაურების წესით მოსაწვევად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს არანაკლებ ერთწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით;
ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირს არანაკლებ ერთწლიანი სწავლების და ორწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით სფეროში.
პედაგოგობის მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული ხელმოწერილი ანკეტა;
დ) სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამეცნიერო პუბლიკაცია (არსებობის შემთხვევაში);
ვ) ერთი საგნის სილაბუსი.
საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 27 ივლისიდან 2016 წლის 5 აგვისტომდე ელექტრონული სახით მისამართზე : info@btu.ge