
პანელური დისკუსია – Women in Tech-ის წარდგენა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაცია Women in Tech-ის წარმომადგენლობა ჩამოყალიბდა.
8 დეკემბერს 19:00 საათზე, საერთასორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო სექტორი ტექნოლოგიების პანელური დისკუსიის ფორმატში ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებაზე იმსჯელებენ:
პანელურ დისკუსიაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
პანელური დისკუსიის მონაწილეები:
- აუმი მური – Women in Tech დამფუძნებელი
- ნინო ენუქიძე, BTU-ს რექტორი
- იენი რატილაინენი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის სპეციალისტი
- მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
- ნინა კობახიძე, ბიზნესლიდერთა ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
მოდერატორი: ანა ლომთაძე, Women In Tech ამბასადორი საქართველოში, BTU-ს სტრატეგიული განვითარების უფროსი.
Women in Tech წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომლის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიების სფეროში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი WIT-თან თანამშრომლობით განახორციელებს პროექტებს და აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქალებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნას, ტექნოლოგიების სფეროში.