![პანელური დისკუსია - ,,თანამედროვე ბიბლიოთეკის განვითარების მოდელები” 1 0726c8b3f5096964b38bba78ef674854](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/0726c8b3f5096964b38bba78ef674854.jpg)
პანელური დისკუსია – ,,თანამედროვე ბიბლიოთეკის განვითარების მოდელები”
პანელური დისკუსია ,,თანამედროვე ბიბლიოთეკის განვითარების მოდელები” BTU-ს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბიბლიოთეკების მონაწილეობით გაიმართება.
დისკუსია 23 დეკემბერს 18:00 საათზე, დისტანციურ ფორმატში ჩატარდება.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
პანელური დისკუსიის მოდერატორი: ქეთევან კენკებაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამსახური.
პანელური დისკუსიის მონაწილეები:
– საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – გიორგი კეკელიძე, რუსუდან ასათიანი;
– ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა – ირაკლი ღარიბაშვილი;
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრიგოლ წერეთლის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა – მეკა გოჩიაშვილი; ნიკა ჩერქეზია;
– შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – ხატია ბუტიკაშვილი;
– საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სეუ – სალომე ჯელაძე.
შეხვედრაზე განხილული იქნება ბიბლიოთეკების მოდერნიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მოდელები და მსოფლიო პრაქტიკები.