Back
გივი ადეიშვილი

გივი ადეიშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. აკადემიური კარიერის პარალელურად, იგი დაკავებულია პრაქტიკული საქმიანობითაც – სხვადასხვა დროს მუშაობდა პროექტების სპეციალისტად, ეკონომიკური ანალიზის უფროსად საბანკო და არასამთავრობო უწყებებში. ამჟამად ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტში (IDFI) იკავებს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას.

გივის ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია პუბლიკაციები აქტუალურ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.
ბტუ-ში კითხულობს სალექციო კურსს ბანკი და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და მომზადებული აქვს შესაბამისი სალექციო მასალები.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.