ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაცვლითი პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში (გერმანია)
- Categories გაცვლითი პროგრამები
- Date ნოემბერი 11, 2021
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.
სასწავლო მიმართულებები:
- საბაკალავრო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები,
- სამაგისტრო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი კურსების ჩამონათვალი.
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის გერმანულენოვანი კურსების ჩამონათვალი.
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი*.
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 26 ნოემბრის 12:00 საათისა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა);
მეილზე დანართის სახით გადმოგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation).
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება დანართი 1
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ (სპეციალური ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა).
მნიშვნელოვანი დეტალები:
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა, 2022/2023 წლის შემოდგომის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს კონკურსში მონაწილეობის პროცესს;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.
Previous post
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის განცხადება შუალედური გამოცდების ჩატარების ფორმატთან დაკავშირებით
Next post
შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს აკადემიური პერსონალის აფილირების კონკურსს
You may also like
ორი სადიპლომო პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეხუთე სემესტრის სტუდენტებისთვის!
სასურველი უნივერსიტეტების და პროგრამების ჩამონათვალი: ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია პროგრამის დასახელება: Bachelor in International Business Management სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 180 სავალდებულო კრედიტის დაგროვება 2023/2024 სასწავლო წელს …
ორი სადიპლომო პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის!
ორი სადიპლომო პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია პროგრამის დასახელება: Master in Management სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 60 სავალდებულო …
ორი სადიპლომო პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის სტუდენტებისთვის
ორი სადიპლომო პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის სტუდენტებისთვის ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია პროგრამის დასახელება: Master in Management სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 90 სავალდებულო კრედიტის …