ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაცვლითი პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში (გერმანია)
- Categories გაცვლითი პროგრამები
- Date ნოემბერი 11, 2021
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.
სასწავლო მიმართულებები:
- საბაკალავრო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები,
- სამაგისტრო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი კურსების ჩამონათვალი.
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის გერმანულენოვანი კურსების ჩამონათვალი.
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი*.
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 26 ნოემბრის 12:00 საათისა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა);
მეილზე დანართის სახით გადმოგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation).
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება დანართი 1
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ (სპეციალური ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა).
მნიშვნელოვანი დეტალები:
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა, 2022/2023 წლის შემოდგომის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს კონკურსში მონაწილეობის პროცესს;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.
You may also like
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები/სტიპენდიები BTU აკადემიური პერსონალისთვის: კორუნიას უნივერსიტეტი, ესპანეთი მიმართულებები: ფინანსები, მენეჯმენტი, ბიზნესი სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სავალდებულოა, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება) მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის …
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები/სტიპენდიები BTU ადმინისტრაციული პერსონალისთვის: მესინას უნივერსიტეტი, იტალია სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+2 მგზავრობის დღე) სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის …
ორი სადიპლომო პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეხუთე სემესტრის სტუდენტებისთვის!
სასურველი უნივერსიტეტების და პროგრამების ჩამონათვალი: ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) პროგრამის სტუდენტებისათვის პროგრამის დასახელება: Bachelor in International Business Management სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 180 სავალდებულო …