ორი სადიპლომო პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის!
ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებისთვის
პროგრამის დასახელება: Master in Management
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 60 სავალდებულო კრედიტის დაგროვება 2024/2025 სასწავლო წელს
პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წელი
პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე
სწავლის საფასური: 1350 ევრო (+ ბტუ-ს სტანდარტული სწავლის საფასური: 2250 ლარი)
*შენიშვნა: აღნიშნულ პროგრამაზე შესაძლებელია ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოპოვება
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია) საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებისთვის
პროგრამის დასახელება: Security and Human Rights
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 90 სავალდებულო კრედიტის დაგროვება 2024/2025 სასწავლო წელს და 2025/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 30 იანვრის 13:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (მაგისტრატურა);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Master), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ).
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და სააპლიკაციო დოკუმენტების [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- სააპლიკაციო დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია:
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.