ორი სადიპლომო პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის!
- Categories გაცვლითი პროგრამები
- Date სექტემბერი 30, 2021
ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა & 60 სავალდებულო კრედიტის დაგროვება 2021/2022 სასწავლო წელს
პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წელი
პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 30 ნოემბრისა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია აღნიშნულ ფორმაში.
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის საკმარისია უნივერსიტეტში ჩაბარებული ენის კომპეტენციის დასადგენი ტესტირების ცნობა – მინიმუმ B2 დონე – გაცემული სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ)
- პასპორტის ასლი
- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შეგროვება და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმაში ატვირთვა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
პროგრამის საფასური/ფინანსური დეტალები:
- სწავლის საფასური: 1350 ევრო (+ ბტუ-ს სტანდარტული სწავლის საფასური: 2250 ლარი)
- საერთაშორისო მგზავრობის ხარჯები (360 ევრო)
- დაბინავება & კვება (ყოველთვიურად საშუალოდ: 400 ევრო)
- სავიზო მოსაკრებელი (60 ევრო)
დამატებითი ინფორმაცია:
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.
Previous post
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის!
Next post
BTU-ს სტუდენტების სტარტაპმა GITA-ს 100,000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა
You may also like
FIVEG აკადემია ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტთან, Nokia და TIM-თან ერთად ბტუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სთავაზობს 7 თვიან მაღალრეიტინგულ ტრენინგ პროგრამას ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული …
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ლუბლიანას ბიზნესის სკოლაში (სლოვენია)!
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სავალდებულოა, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება) მობილობის მიზანი: 32 საათიანი სალექციო კურსის (კვირაში 8 საათი) შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის. სასწავლო მიმართულებები: Marketing Business Management გთხოვთ, იხილოთ ლუბლიანას ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის პროგრამები. …
ორი სადიპლომო პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის
ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია პროგრამის დასახელება: Master in Management სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 60 სავალდებულო კრედიტის დაგროვება 2022/2023 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2023/2024 სასწავლო წელი პროგრამის …