ორგანიზაცია რეფორმერის ინიციატივა – პროგრამული ენების კურსი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის BTU-ში.
ორგანიზაცია, “რეფორმერი”, რომელიც წარმოადგენს ახალგაზრდა და წარმატებული პროფესიონალების გაერთიანებას, ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პროცესების სწრაფ განვითარებაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის არაფორმალური განათლების მიღების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, იწყებს 14-დან 18 წლამდე და 18 წელს ზემოთ არასრული განათლებით სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების პროგრამული ენების შემსწავლელი ერთწლიანი უფასო კურისის შეთავაზებას.
კურსის ფარგლებში მსმენელები იმ ცოდნას დაეუფლებიან, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ, გაერკვნენ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, ააწყონ ვებგვერდი ან, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.
გარდა, იმისა, რომ წარმატებით კურსდამთავრებულები მარტივად შეძლებენ სამუშაო ადგილების მოძიებას და მიღებული ცოდნის რეალიზებას, პროგრამული ენების სწავლა ხელს უწყობს პრობლემების მიმართ მიდგომის ცვლილებას და ავითარებს შემოქედებით და სტრუქტურული აზროვნების უნარს.