ოქსფორდის უნივერსიტეტში ბტუ-ს ასოცირებული პროფესორის, ლადო სირდაძის, ლექცია გაიმართა
ოქსფორდის უნივერსიტეტში ბტუ-ს ასოცირებული პროფესორის, ლადო სირდაძის, ლექცია გაიმართა თემაზე „კაფკას მეტამორფოზა და საოჯახო სამართალი“.
ლექცია შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ოჯახის ცნება და მისი სამართლებრივი დეფინიცია, პირადი და გარემოებათა ცვლილება და მათი გავლენა საოჯახო ურთიერთობებზე, საკუთრების უფლება და ოჯახში ძალადობა და სხვა. ლექცია ჩატარდა “Oxford Reads Kafka” კამპანიის ფარგლებში, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში მიმდინარეობს და ფრანც კაფკას გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება.