ნინო მუშკუდიანი
ნინო მუშკუდიანი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და კითხულობს ლექციათა კურსს მათემატიკა ბიზნესისათვის მიმართულებით. პარალელურად იგი მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტში რეგულირებისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსად.
ნინო მუშკუდიანს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც პედაგოგიურ, ასევე საბანკო სფეროში. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა მათემატიკურ ანალიზში, კალკულუსში, მათემატიკა ბიზნესისთვის და ალბათობა და მათემატიკური სტატისტიკაში. ამავე დროს მას სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ფუნქციონალური ანალიზის, ასევე ეკონომიკის საკითხებზე; ბევრჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული სამეცნიერო და დარგობრივ კონფერენციებში და სემინარებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; გავლილი აქვს სხვადსხვა საკვალიფიკაციო კურსები და ტრეინინგები.