ნინო მიქავა
ნინო მიქავა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის მიმართულების აფილირებული ასოცირებული პროფესორი და ხელმძღვანელობს ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) საბაკალავრო პროგრამას. წლებია, ნინო მიქავა აქტიურ პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას ეწევა. არის ჯანდაცვის მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია HEMACO-ს დამფუძნებელი და დირექტორი, კაიზენის ინსტიტუტის კონსულტანტი. მას აქვს სადაზღვევო და ჯანდაცვის ინდუსტრიების უმაღლეს რგოლში მმართველ პოზიციებზე მენეჯერობის 22-წლიანი გამოცდილება, არის ქოუჩი, მენტორი და ტრენერი.
იგი აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. არის 10-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 10-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო ვორკშოპის, სემინარის მონაწილე, 20-მდე პროფესიული განვითარების საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე და მკვლევარი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ტელემედიცინის სფეროს კვლევის, ტრენინგებისა და კონსულტირების მიმართულებით.