ნინო ენუქიძე
ნინო ენუქიძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, UNICEF Georgia-ს ბიზნეს მრჩეველთა საბჭოს წევრი, ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) საპატიო საბჭოს წევრი და აკადემიური კონსორციუმის პრეზიდენტი, პროექტ “კოდინგის სკოლა ქალებისთვის” დამფუძნებელი. წლებია, ნინო ენუქიძე აქტიურად საქმიანობს პედაგოგიურ და პრაქტიკულ სფეროებში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
ნინო ენუქიძე ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 20-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო ვორკშოპის, სემინარის მონაწილე, არაერთი პროფესიული განვითარების საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე და სამეცნიერო პროექტის ავტორი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე და მკვლევარი.
ნინო ენუქიძე ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტებს ხელმძღვანელობს შემდეგი საკვლევი თემების ფარგლებში: “სამეწარმეო ეკოსისტემა საქართველოში გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები”; “ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში”
ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის ნინო ენუქიძეს სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2024 წლის ახალგაზრდა გლობალური ლიდერის სტატუსი;
- COST-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის „European Network on International Student Mobility: Connecting Research and Practice“ (ENIS) პროექტის მთავარი ღონისძიების ორგანიზატორი – COST-ის პირველი რეგიონული საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში;
- Ipazia-ს გენდერის კვლევების ობსერვატორიის წევრის სტატუსი;
- ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში (რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)) განხორციელებული მოკლევადიანი ვიზიტები ერთობლივი პროექტების, კვლევების, ინიციატივების ინიცირების მიზნით;
- ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების „საქართველოსა და უკრაინის უსდების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით“ (HEIn4) პროექტის ფარგლებში პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში – სტოკჰოლმის ტექნოლოგიური სამეფო ინსტიტუტი (KTH) განხორციელებული მოკლევადიანი ვიზიტები ერთობლივი პროექტების, კვლევების, ინიციატივების ინიცირების მიზნით.