ნათია სესკურია
ნათია სესკურია არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი არის უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტის (RISS) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ასოცირებული მკვლევარი.
მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც პოლიტიკის დაგეგმვისა და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების სიღრმისეულ ანალიზში. 2020 წლიდან, ის არის Chatham House-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
ნათია სესკურიას პუბლლიკაციები ქვეყნდება მსოფლიოს წამყვან გამოცემებსა და აკადემიურ ჟურნალებში, როგორიც არის: International Affairs Journal (Chatham House), Foreign Policy, RUSI Newsbrief, Ares and Athena და სხვა. ის მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებში და სიტყვით გამოდის მსოფლიოს წამყვან პლატფორმებზე. გარდა ამისა, უსაფრთხოების საკითხებზე, ნათია სესკურია კონსულტაციას უწევს მულტინაციონალურ ორგანიზაციებს, წამყვან კერძო კომპანიებსა და სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებებს.