ნათია გორგაძე
ნათია გორგაძე არის განათლების მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საჯარო საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის პროგრამების დირექტორი. სხვადასხვა პერიოდში ის ასევე ითავსებდა მიწვეული სპეციალისტის საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიაუნიში. 2020 წლიდან კი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU). მას გააჩნია 20 წელზე მეტი გამოცდილება განათლების კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის სფეროში. მისი კვლევის განსაკუთრებულ აქცენტს წარმოადგენს განათლების ეროვნული პოლიტიკის, რეფორმების ეფექტურობის კვლევა და განათლების მართვის ფორმები და მოდელები.
დოქტორი გორგაძე აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში. ის არის 20-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, არაერთი მეთოდური სახელმძღვანელოსა და მრავალი პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი, რომელიც მოიცავს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმებს, ბილინგვურ და მულიტკულტურულ განათლებას, გენდერულად მგრძნობიარე განათლების პოლიკას და პედაგოგიკას.
იგი მუშაობდა წამყვან ექსპერტად საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის USAID, მსოფლიო ბანკი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ეუთო, ევროკავშირი და MCC/Mathematиica სადაც განახორციელა საგანმანათლებლო რეფორმების და ციფრული წიგნიერების შეფასება.
BTU-ს სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ ფარგლებში მას გააჩნია დოქტორანტების კვლევების ხელმძღვანელობის კომპეტენცია განათლების ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხების კონკრეტულ თემებთან მიმართებით. ეს საკითხები შეიძლება მოიცავდნენ კონკრეტულ მიმართულებებს, რომლებიც აქცენტს აკეთებს ხელოვნური ინტელექტის როლზე ინკლუზიური და სამართლიანი განათლების მმართველობის უზრუნველყოფაში; პროფესიული განვითარების ციფრულ ტრანსფორმაციაზე; განათლების ხარისხისა შეფასებისა და მონიტორინგის AI-ინტეგრირებული მოდელებზე..
BTU-ს სადოქტორო პროგრამისთვის მისი მნიშვნელოვანი აკადემიური და საერთაშორისო გამოცდილება მოიცავს:
- ინდუსტრიაზე დაფუძნებული პროფესიული უნარების განვითარების რეფორმის შეფასება მონაცემებზე დაფუძნებული და AI-თან დაკავშირებული მეთოდებით;
- მონაწილეობა საერთაშორისო, მულტინაციონალურ კვლევაში აკადემიაში გენდერული მიკერძოების საკითხებზე (EquaStream პროექტი, შვედეთის ინსტიტუტი);
- საერთაშორისო ექსპერტის როლი ევროკავშირის დაფინანსებულ DARYA SCAFFOLD პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ აზიაში განათლების მმართველობის ციფრულ და AI ინოვაციებზეა ფოკუსირებული;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და შეფასების კურსების შემუშავება და კოორდინირება.