MUZA
სტარტაპ სტატუსის გამარჯვებული
გუნდის წევრები: თინა დონაძე, ქეთა ჩიღვინაძე, სალომე ნაფეტვარიძე
მუზა არის აპლიკაცია, რომელიც სახალისოს და ინტერაქტიულს ხდის მუზეუმის მონახულების პროცესს არსებულ გამოფენებში გემიფიკაციის ელემენტების ინტეგრირებით. დღესდღეობით მუზეუმებში ვიზიტორების ჩართულობის ნაკლებობა უარყოფითად აისახება მათი ისტორიული და კულტურული ცოდნის ხარისხზე. განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდა მომხმარებლების ტრადიციული მიდგომებით დაინტერესება მათი ყოველდღიური ცხოვრების დიგიტალიზაციისა და გამარტივების გამო. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ თამაშით სწავლა მნიშვნელოვანია ბავშვების განათლებისთვის. მუზა-ს საშუალებით ვიზიტორებს შეუძლიათ ექსპონატებთან ურთიერთობა, მარტივ თამაშებშ და ვიქტორინებში მონაწილეობა. ის ასევე თავიდან აიცილებს ქაოსს სიჩქარის თვალყურის დევნით. არსებობს რეალურ დროში ლიდერთა სია მოთამაშეების მოტივაციისთვის. მუზა-ს თამაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია: მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ინოვაციებისთვის და უყვართ თავგადასავალი. აპლიკაცია შეიძლება გახდეს ტურისტების ფავორიტი, რომლებსაც სურთ შეისწავლონ ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორიები და ლეგენდები. მუზა არის სახალისო გზა ისტორიასა და ახალ თაობას შორის კავშირის აღსადგენად.