
Mugler, Diesel და Balenciaga: ალბან ადამის გავლენა მოდის კომუნიკაციაზე და მასტერკლასი საქართველოში
მისი უნიკალური ხედვა და მრავალმხრივი გამოცდილება საშუალებას აძლევს მას, შექმნას მოდის ბრენდებისთვის ინოვაციური კომუნიკაციის სტრატეგიები, რომლებიც განსაზღვრავენ თანამედროვე მოდის ტენდენციებს.
17 მარტს, 17:00 საათზე, სასტუმრო სტამბაში (Dome სივრცე), ალბან ადამი ESMOD x BTU პარტნიორობის ფარგლებში გამართავს მასტერკლასს, რომელიც დაეთმობა მოდის კომუნიკაციის, PR სტრატეგიებისა და ბრენდების პოზიციონირების თემებს.
კურსის მონაწილეებისთვის დასწრება უფასოა, ხოლო ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია!
ალბან ადამი – მოდის კომუნიკაციის ლიდერი
ალბან ადამი სწავლობდა პარიზის VIII უნივერსიტეტში, სადაც ხელოვნების თეორიისა და სეისმოლოგიის შესწავლამ დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებით საქმიანობაზე.
2000-იან წლებში ის მოდის კომუნიკაციისა და სტრატეგიული განვითარების სფეროში წამყვან ფიგურად იქცა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთ ბრენდებში, როგორებიცაა:
- Mugler – კომუნიკაციების დირექტორის პოზიციაზე მან შექმნა ბრენდის თანამედროვე იმიჯი და უზრუნველყო მისი გლობალური პოპულარობა.
- Diesel – ჩრდილოეთ ევროპის PR მენეჯერის როლში მან განავითარა ბრენდის ახალი კომუნიკაციური სტრატეგიები, რამაც Diesel-ის გლობალური პოზიციები გაამყარა.
- Balenciaga – ლოტა ვოლკოვასთან ერთად, მან განაპირობა ბრენდის ახალი კომუნიკაციური ხედვა და გავლენა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.
ალბან ადამი არა მხოლოდ ბრენდებისთვის ქმნის სტრატეგიებს, არამედ თავისი შემოქმედებით ხედვას ავრცელებს მოდის ხელოვნებაში. მისი პროექტი “Talons of Creed” ლონდონში გამოიცა და დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მოდის ილუსტრაციებში.
ESMOD x BTU პარტნიორობა – მეტი შესაძლებლობები მოდის ინდუსტრიისთვის
ეს მასტერკლასები მხოლოდ დასაწყისია! ESMOD x BTU თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში არაერთი საერთაშორისო მოდის ექსპერტი ჩამოვა, რაც ადგილობრივ დიზაინერებს, სტუდენტებსა და პროფესიონალებს გლობალურ ინდუსტრიასთან დააკავშირებს.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებული ბმულზე
თარიღი: 17 მარტი
ლოკაცია: სასტუმრო სტამბა, Dome
დასწრება უფასოა ESMOD x BTU კურსის მონაწილეებისთვის