მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე უნივერსიტეტების პროფესორები TU-ს და მონაწილე უნივერსიტეტების სტუდენტებისა და ლექტორებისთვის სწავლების კვირეულს გამართავენ
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე უნივერსიტეტების პროფესორები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, BTU-ს და მონაწილე უნივერსიტეტების სტუდენტების და ლექტორებისთვის სწავლების კვირეულს გამართავენ.
ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სწავლების კვირეული რეგიონში მეორედ, BTU-ში ტარდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://bit.ly/3jE2LGy
26 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, მსოფლიოს 12 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ლექციების ფართომასშტაბიან სერიას შესთავაზებენ შემდეგი მიმართულებებით: დიჯიტალიზაცია, კიბერუსაფრთხოება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი.
სპეციალური მოდული დაეთმობა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მოხსენებას NATO-საქართველოს ურთიერთობასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.
კვირეულში მონაწილე სტუდენტებსა და პერსონალს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებთან, სტუდენტებთან და პერსონალთან კონტაქტების დამყარების და შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებული კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცემათ.
მონაწილე ქვეყნები:
- გერმანია
- საფრანგეთი
- ესტონეთი
- ლიეტუვა
- ლატვია
- პოლონეთი
- სლოვაკეთი
- სლოვენია
- ბულგარეთი
- თურქეთი
- ინდოეთი
- საქართველო