
მსოფლიო ბესტსელერი მეწარმეობის შესასწავლად BTU-მ აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა.
,,გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’ მსოფლიოს 21 ენაზეა თარგმნილი და 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება სტარტაპების, დამწყები მეწარმეების, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების, ბიზნესაქსელერატორებისა და ინკუბატორების მიერ. ბესტსელერის თარგმნა განხორციელდა აშშ-ს წიგნის თარგმნის პროგრამის ფარგლებში.



