მოწვეული სპეციალისტი – შესავალი ელექტრონიკასა და რობოტიქსში
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს ვაკანსიას მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე მიმართულება – შესავალი ელექტრონიკასა და რობოტიქსში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ვაკანსიის სფეროს შესაბამისი არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
სასურველია სწავლების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
რეზიუმეს გადარჩევა;
გასაუბრება;
საცდელი ლექციის ჩატარება (სავალდებულოა სწავლების გამოცდილების არ არსებობის შემთხვევაში).
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით შეთანხმებით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე – [email protected]:
რეზიუმე/CV ქართულ ენაზე;
დიპლომის ასლი/ასლები;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
ცნობა ვაკანსიის სფეროს შესაბამისი არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ;
სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);
ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ (მომსახურების სააგენტოდან) – ხელშეკრულების გაფორმებამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2023 წელი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]