მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები BTU-ში
საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების მოსამზადებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მაღალტექნოლოგიური ბაზა შეიქმნა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიებისუნივერსიტეტსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრების მოჭადრაკეები BTU-ში შექმნილ მაღალტექნოლოგიურ ბაზაზე მოემზადებიან, რომლის წარდგენა 29 ნოემბერს გაიმართება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2018 წლის ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მოემზადება. BTU-ში ნაკრების წევრების მომზადება, არსებული ბოლო თაობის HP-ს უმძლავრეს, 32 ბირთვიან Z840 მოდელის კომპიუტერების და ვირტუალური რეალობის გამოყენებით მოხდება.