მოსწავლეთა ოლიმპიადის ამოცანების გარჩევა და სწორი პასუხები
მოსწავლეთა V საშობაო ოლიმპიადა ინფორმატიკაში – არაკომპიუტერული ტურის ამოცანათა პასუხები
სამშაბათს, 30 აპრილს, 17:00-ზე, ბიზნესოსა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, აუდიტორია 202-ში, ჩატარდება მოსწავლეთა მეხუთე საშობაო ოლიმპიადის ამოცანათა გარჩევა და ამ ოლიმპიადის შედეგების წინასწარი შეჯამება.
ამოცანათა გარჩევის შემდეგ ყველას დაგირიგდებათ თქვენი ნაშრომები წინასწარი შეფასებით. თქვენი ნაშრომების წინასწარი შეფასების გაცნობის მერე შეგეძლებათ დაუსვათ შეჯიბრების დირექტორს ყველა კითხვა, რომელიც წარმოიშვა ამ მასალის გაცნობის შემდეგ. სავარაუდოდ, ამ კითხვა-პასუხის პროცესში უნდა გამოიკვეთოს თქვენი ნაშრომის საბოლოო შეფასება.
ამ დღესვე გეცნობებათ როდის ჩატარდება ოლიმპიადის დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება.