
MIT-სთან პარტნიორობით საქართველოში AI ეკოსისტემას BTU განავითარებს
AI ეკოსისტემის გაძლიერებას, რომელიც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ცოდნის გაღრმავებას, ინოვაციური კვლევების წარმოებას, სტარტაპების მხარდაჭერას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს მოწინავე და ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტთან, MIT-სთან პარტნიორობით, Martin Trust Center-ის წევრობის ფარგლებში განახორციელებს.
აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს ქვეყანაში პირველი AI სტარტაპ აქსელერატორის შექმნას, რომლის ფარგლებშიც MIT-ს ექსპერტები ქართულ სტარტაპებთან სპეციალურ სესიებს გამართავენ. საერთაშორისო ანგელოზი ინვესტორებისგან და ვენჩურული ფონდებისგან მიღებული დაფინანსების შემდეგ, ანტრეპრენერებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ მსოფლიოს ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ სტარტაპ ღონისძიებას, Delta V-ს და ისარგებლონ ექსკლუზიური რესურსებით, რომელიც მხოლოდ წევრებისთვისაა ხელმისაწვდომი.
შეთანხმება აგრეთვე გულისხმობს ბაზრის კვლევის მსოფლიოს წამყვან AI ინსტრუმენტზე წვდომის გახსნას, MIT-ს მიერ შემუშავებული AI წიგნიერების ზრდის ახალი, უნიკალური პროექტის და მასალის გაზიარებას საქართველოში განსახორციელებლად, კვლევისთვის საჭირო უახლესი მასალის გაზიარებას, MIT-ს მიერ გამოცემული ლიტერატურის ქართულენოვანი თარგმანის სერიის გაგრძელებას, MIT-ს პრემიუმ ღონიძიებებზე დასწრების შესაძლებლობას, MTC-ს წევრი ორგანიზაციების ნეთვორქინგ ღონისძიებებში მონაწილეობას, წვდომას MTC-ს სამეწარმეო საგანმანათლებლო მასალებზე, საქართველოში ყოველწლიურ AI სამიტზე MIT-ს დელეგატების ვიზიტს და სხვა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და MIT-ს აქტიური პარტნიორობა უკვე 6 წელს ითვლის. 2020 წელს BTU გახდა MIT-ს პროგრამა “გლობალური სტარტაპ ლაბის (GSL)” პირველი რეგიონული პარტნიორი. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში BTU-მ უმასპინძლა GSL აქსელერაციის პროგრამას, რომელსაც MIT-ს სტუდენტები უძღვებოდნენ. 2021 წელს კი BTU გახდა MIT-ს Martin Trust Center-ის პირველი წევრი კავკასიის რეგიონიდან. აღნიშნული წევრობის ფარგლებში სისტემატიურად ხორციელდება MTC-ს ექსპერტებისა და რეზიდენტი ანტრეპრენერების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება BTU-ს აუდიტორიისთვის. ჩატარდა ათობით საჯარო ლექცია, სემინარი და ტრენინგი როგორც BTU-ს სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის, ისე BTU-ს ფართო ბენეფიციართა წრისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ქვეყანაში პირველად გაიმართა პრე-აქსელერაციის პროგრამა MTC-სთან პარტნიორობით.
გარდა ამისა, MTC-ს წევრობის ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნა და BTU-ს სასწავლო კურიკულუმებში ინტეგრირდა ორი წამყვანი სახელმძღვანელო მეწარმეობის კუთხით – ბილ ოლეტის „გამართული ანტრეპრენერობა – 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპისკენ“ და ბრედ ფელდისა და ჯეისონ მენდელსონის „ვენჩურული გარიგებები“. აღსანიშნავია, რომ BTU-მ ასევე უზრუნველყო აღნიშნული სახელმძღვანელოების ქართული ვერსიების საჯარო ხელმისაწვდომობა ბიბლუსის ქსელში.
BTU ასევე აქტიურად ცდილობს მნიშნვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს AI ეკოსისტემის განვითარებაში. ამის დასტურია BTU-ს არაერთი ინიციატა AI-ს კუთხით, მაგალთად როგორიცაა AI4Globe – ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ზრდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში მსოფლიოს მასშტაბით, ხელოვნური ინტელექტის პირველი რეგიონალური ლაბორატორია და მის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, პოდკასტებისა და ტრენინგების სერია, კვლევითი და საგანმანათლებლო ინიციატივები – AI ლექტორი, Women in AI, ჰაკათონები, სტარტაპ აქსელერატორები და ა.შ. ხელოვნურო ინტელექტის მიმართულებით MIT Martin Trust Center-თან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანწილად დაემხარება BTU-ს კიდევ უფრო მეტად განავითაროს AI-ს გარშემო განათლება და ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის დაახლოებას AI-სთან. აღნიშნული თანამშრმლობის ფარგლებში გაჩნდება ახალი და უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობები სტარტაპებისთვის, რომელთა პროდუქტებიც ეფუძნება AI-ს, ან რომლებიც AI-ს იყენებენ ოპერირების (საქმიანობის) პროცესში.