MIT-ის პროფესორის ბილ ოლეტის ავტორობით შექმნილი მსოფლიო ბესტსელერი BTU-მ ქართულ ენაზე გამოსცა
11 მაისს 17:00 საათზე, BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ბილ ოლეტის ონლაინ მასტერკლასი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
,,გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’ მსოფლიოს 21 ენაზეა ნათარგმნი და 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება სტარტაპების, დამწყები მეწარმეების, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების, ბიზნესაქსელერატორების და ინკუბატორების მიერ. წიგნი თანმიმდევრულად აღწერს იმ საფეხურებს, რომელიც ანტრეპრენერმა ბაზრის სეგმენტაციიდან, პროდუქტის გეგმის შემუშავებამდე უნდა გაიაროს რომ შექმნას წარმატებული სტარტაპი.
წიგნის ავტორი: ბილ ოლეტი, ხელმძღვანელობს MIT-ს მეწარმეობის ცენტრს, არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, სერიული მეწარმე მრავალმილიონი საინვესტიციო პორტფელით, არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და აღიარების მქონე ბესტსელერი წიგნების ავტორი. 2021 წელს აშშ-ში, ბილ ოლეტს მიენიჭა წლის სამეწარმეო განმანათლებლის სპეციალური ჯილდო