მიხეილ გოლიჯაშვილი
მიხეილ გოლიჯაშვილი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა (ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია: ვესტ პოინტი) და დიდ ბრიტანეთში (ლონდონის სამეფო კოლეჯის მაგისტრატურა: უშიშროება და საერთაშორისო უსაფრთხოება). გავლილი აქვს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის, ეუთოს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ ორგანიზებული პროფესიული კომპეტენციის ასამაღლებელი კურსები. აქვს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია – ეუთო უსაფრთხოების ექსპერტად, ატლანტიკური საბჭო – საქართველოში მკვლევრად, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთოს უსაფრთხოების ექსპერტის თანაშემწედ, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვეით ოცმეთაურად მუშაობის გამოცდილება. არის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული პუბლიკაციის თანაავტორი.