მიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო სექტორში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოზიციაზე. არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. გარდა ამისა, მინიჭებული აქვს პროექტების მართვის მენეჯერისა და საერთაშორისო მართვის აუდიტორის კვალიფიკაცია. განვლილი აქვს სემინარები და ტრენინგები ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, ესპანეთში, იტალიაში. მისი ნაშრომები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალში.