საბაკალავრო პროგრამებზე მიღების პროცედურები
- ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი:1950101
საგნები, რომლითაც ბარდება მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე:
ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხო ენა;
მათემატიკა ან ისტორია.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი:1950102
საგნები, რომლითაც ბარდება ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე:
ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხო ენა;
მათემატიკა.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი:1950103
საგნები, რომლითაც ბარდება ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამაზე:
ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხო ენა;
მათემატიკა ან ისტორია.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი:1950104
საგნები, რომლითაც ბარდება საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე:
ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხო ენა;
მათემატიკა ან ფიზიკა.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი:1950105
საგნები, რომლითაც ბარდება საბაკალავრო პროგრამაზე:
ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხო ენა;
მათემატიკა ან ფიზიკა.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცედურები და სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები
აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომლებიც 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, განხორციელდება ელექტრონულად. : https://register.btu.edu.ge/
იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი და ჩაერთოს სასწავლო პროცესში, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
- ფოტოსურათი 3×4;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი – სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
- კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც განცხადებას და ხელშეკრულებას ხელს აწერს სწავლის მსურველის კანონიერი წარმომადგენელი, ასევე ასატვირთია: კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი), მეურვეობის/სხვ. დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ასატვირთია პირის დაბადების მოწმობა და ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მშობლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დაბადების მოწმობის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი).
სტუდენტის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება ელექტრონულად, ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენისა და რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდგომ.
პირველი წლის სწავლის საფასურის გადახდა ხდება სრულად.
სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის გადახდის შემდეგ სტუდენტები BTU CLASSROOM–ში დაინახავენ ცხრილს.
BTU CLASSROOM-ში შესასვლელი მომხმარებლის სახელს და პაროლს აბიტურიენტი ნახავს ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლოს, მიმაგრებულ PDF დოკუმენტში.
დამატებითი ინფორმაცია
სწავლის საფასურის გადახდა ხდება შემდეგი ბანკების ონლაინ მომსახურებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით:
თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ბაზის ბანკი, პაშა ბანკი, ფინკა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.
გადახდა ხორციელდება შემდეგი პროცედურით: კომუნალური გადახდები > განათლება > ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი > სტუდენტის პირადი ნომერი > თანხის დაფიქსირება > გადახდა.
აღნიშნული მეთოდით, თანხა სტუდენტის საუნივერსიტეტო ბალანსზე აისახება მომენტალურად. მნიშვნელოვანია, გადახდის მომენტში ყურადღება მიაქციოთ ბანკის საკომისიოს, რომელსაც ყველა ბანკი თავად აწესებს. იმ შემთხვევაში, თუ გადახდას განახორციელებთ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და აუცილებლად მიუთითოთ სტუდენტის პირადი ნომერი
მიმღების დასახელება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ანგარიშის ნომერი, ვალუტა GE38TB7860536020100006 GEL
ბანკის დასახელება: ს.ს “თიბისი ბანკი”, საქართველო
ბანკის კოდი: TBCBGE22
გაითვალისწინეთ, რომ საბანკო ანგარიშზე სწავლის საფასურის გადარიცხვის შემთხვევაში, თანხა სისტემაში აისახება რამდენიმე დღის შემდეგ.
სწავლის წლიური საფასურის ორ ნაწილად გაყოფა შესაძლებელია განცხადების საფუძველზე,
საფასურის განაწილების საფუძველი შეიძლება იყოს ქვემოთ მოცემული შემთხვევები ან სხვა სახის მიზეზი, რომელიც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტით და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიიჩნევს რელევანტურად.
N | მიზეზი | დამადასტურებელი დოკუმენტის სახე |
1 | დაბალი შემოსავალი | მშობლის ან სტუდენტის სახელფასო ცნობა |
2 | შემოსავლის არ ქონა | ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან |
3 | მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა | დედ-მამიშვილების დაბადების მოწმობები |
4 | სოციალურად დაუცველის სტატუსი | დამადასტურებელი საბუთი |
5 | დევნილის სტატუსი | დამადასტურებელი საბუთი |
6 | ჯანმრთელობის პრობლემები | ფორმა 100 |
7 | მარჩენალის დაკარგვა | გარდაცვალების ცნობა |
8 | საბანკო ვალდებულებები | ამონაწერი ბანკიდან |
9 | ორი ან მეტი სტუდენტი ოჯახში | სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა |
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
საკონტაქტო ტელ: (+99532) 2 195 015
ელ.ფოსტა: [email protected]
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 სთ