მიღება ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან აცხადებს მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე
ადგილების რაოდენობა – 3
სწავლის საფასური – 3000 ლარი წელიწადში
1. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით / მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით და მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება ბიზნესის სფეროში;
2. ინგლისური ენის ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატი (TOEFL (P/B 513-547p)(I/B 65-78p), IELTS(5.5-6p), FCE) ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. ამასთან, დიპლომის ავთენტურობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
• ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქოტრო პროგრამაზე მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
1. კანდიდატის ავტობიოგრაფია;
2. სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის წერილი, რომლითაც დასტურდება მისი მზაობა უხელმძღვანელოს კანდიდატს პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხმობის წერილში, ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა. ხელმძღვანელი უნდა იყოს ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ან პროფესორი
3. ორი თანახელმძღვანელის თანხმობის წერილი. სამეცნიერო ხელმძღვანელის გარდა, დოქტორანტი თანამშრომლობს უცხოელ მოწვეულ პროფესორ/მკვლევართან და ბიზნესის ან ტექნოლოგიების შესაბამისი სფეროს მენტორთან, რომლებიც უწევენ მას კონსულტაციას კვლევის პროცესში.
4. კვლევითი პროექტის მონახაზი, რომელიც ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტერდისციპლინარული კვლევების საფუძველზე მოახდენს ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების გენერირებას და ახალი ცოდნის შექმნას (1000-1500 სიტყვა). მონახაზი უნდა მოიცავდეს პრობლემის კომპლექსურობას, კვლევის მიზანს, საკვლევ ჰიპოთეზას, ლიტერატურის მიმოხილვას, მეთოდოლოგიას, კვლევის მოსალოდნელ შედეგებსა და მათ გავლენას კვლევის სფეროზე.
5. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით / მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით და მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება ბიზნესის სფეროში;
6. ინგლისური ენის ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. ამასთან, დიპლომის ავთენტურობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
7. პირადობის მოწმობა
• კანდიდატმა უნდა გაიაროს გასაუბრება მიმღებ კომისიასთან, სადაც უნდა წარმოადგინოს პრეზენტაცია სადოქტორო საკვლევი პროექტის შესახებ. გასაუბრების შედეგების საფუძველზე, გამსვლელი ქულის რეიტინგი დგება მისაღები კანდიდატების რაოდენობისა და კონკურსის მიხედვით.
ვადები და პროცედურები:
• საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 8 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ სახით უნივერსიტეტის ელ. ფოსტაზე [email protected] ან უნივერსიტეტის კანცელარიაში: ჭავჭავაძის გამზირი #82, 102 ოთახი.
• გასაუბრებები მისაღებ კომისიასთან ჩატარდება 12,13,14 თებერვალს 201 აუდიტორიაში;
• გასაუბრების შედეგები განთავსდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებ გვერდზე (www.btu.edu.ge) არაუგვიანეს 19 თებერვალისა;
• სააპელაციო განაცხადები მიიღება 20 და 21 თებერვალს ელ. ფოსტაზე [email protected];
• შედეგები აპელაციის გათვალისწინებით განთავსდება ვებ გვერდზე 23 თებერვალს;
• კანდიდატებთან, რომლებიც მიიღებენ რეიტინგით გამსვლელ უმაღლეს ქულას, ხელშეკრულებები გაფორმდება 26 და 27 თებერვალს 103 ოთახში;
• კანდიდატები, რომლებიც გააფორმებენ ხელშეკრულებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან 28 თებერვალს.
მიმაგრებული ფაილები:
გასაუბრების პირობები
განაცხადის ფორმა
პროფესორები / ასოცირებული პროფესორები, ხელმძღვანელები