Microsoft, Making Science, Boston Consulting Group, Webiz, EPAM – სად მუშაობენ BTU-ს სტუდენტები?
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი მთელი წლის განმავლობაში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს უწყვეტ რეჟიმში სთავაზობს კარიერული მხარდაჭერის სხვადასხვა შესაძლებლობას. კარიერული განვითარების ცენტრი პირველივე სემესტრიდან იწყებს სტუდენტებთან ინტენსიურ მუშაობას და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას სწავლის დასრულების შემდგომაც. BTU-ს კურსდამთავრებულები მუდმივად იღებენ შეთავაზებებს სხვადასხვა ვაკანსიის, ტრენინგისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის შესახებ. კარიერული განვითარების ცენტრი წელიწადში რამდენჯერმე მიმართულებების მიხედვით მართავს მასშტაბურ დასაქმების ფორუმს, რომელშიც მონაწილეობენ წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები. აღნიშნული ფორუმების ფარგლებში სტუდენტებისათვის სემესტრების მიხედვით იხსნება წვდომა პროგრამის შესაბამის ვაკანსიებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებაზე. გარდა ამისა, BTU-ში სწავლება ინოვაციური საგნებითა და მიმართულებებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, BTU-ში ისწავლება რეგიონში პირველი სამაგისტრო პროგრამა, ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps და საქართველოში ერთადერთი საბაკალავრო პროგრამა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ადგილობრივ და საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე BTU-ს სტუდენტები ყოველთვის მოთხოვნადი და შეუცვლელი კადრები არიან.
Microsoft, EPAM, Webiz, Making Science – ეს იმ საერთაშორისო კომპანიების არასრული ჩამონათვალია, სადაც BTU-ს სტუდენტები მასშტაბურ პროექტებზე მუშაობენ. მიმდინარე პერიოდში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სტუდენტი დავით დანელია Microsoft-ში, Test Automation Engineer-ის პოზიციაზე დასაქმდა. ამასთან, კიდევ ერთმა წარმატებულმა სტუდენტმა, საბა ხუხუნაშვილმა, Google-ში, Software Engineering-ის მიმართულებით გაიარა სტაჟირება და საერთაშორისო გამოცდილება წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღო.
გარდა საერთაშორისო მასშტაბის წარმატებისა, BTU-ს სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები დასაქმებულები არიან წამყვან ადგილობრივ კომპანიებში მოწინავე პოზიციებზე როგორც საფინანსო, ისე – საინფორმაციო ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით:
- TBC
- BOG
- EY
- KPMG
- Sweeft Digital
- Cryptx
- BDO
- Space
- Kraken
- Maverik
- Tegeta
- Epam
- Webiz
- Liberty
- Diplomat Georgia
- Noxxton
- Grant Thornton
- Quantori
- Phubber და სხვა.
BTU-ს სტუდენტები დასაქმებულები არიან ისეთ მაღალ პოზიციებზე, როგორიცაა: Product Owner, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, DevOps გუნდის ლიდი, საერთაშორისო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი, ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ფინანსური რისკების შეფასების მთავარი სპეციალისტი, მარკეტინგისა და პროექტების ხელმძღვანელი, Software Engineer, Data Science Engineer, AI Engineer და სხვა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მიმდინარე პერიოდში სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობისთვის რამდენიმე ახალ აქტივობას გეგმავს. BTU-ს DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართება დასაქმების ფორუმი, სადაც მონაწილეებს საკუთარი მიმართულებით დასაქმება წამყვან Tech კომპანიებში შეეძლებათ.
ამასთან, საქართველოში პირველად – BTU-ს ორგანიზებითა და ადგილობრივი/საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მასშტაბური Tech დასაქმების ფორუმი – Pitch Yourself! ჩატარდება. დამსაქმებლებთან სტანდარტული გასაუბრების ნაცვლად, კონკურსი BTU-ს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს კომპანიასთან დემონსტრირება გაუკეთოს საკუთარ ცოდნას და უნარებს ტექნოლოგიებში და დასაქმდეს ვაკანტურ პოზიციაზე.