![Microsoft-ის მიმართულებით სასერტიფიკატო კურსები დამწყები IT სპეციალისტებისათვის 1 498a3666a555b4d2c513a034f7938a2b](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/498a3666a555b4d2c513a034f7938a2b.png)
Microsoft-ის მიმართულებით სასერტიფიკატო კურსები დამწყები IT სპეციალისტებისათვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებული მაღალტექნოლოგიური IT აკადემია და Softline Georgia აცხადებენ სასერტიფიკატო კურსების სერიას Microsoft-ის მიმართულებით დამწყები IT სპეციალისტებისათვის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს.
„კურსის გავლის შემდგომ ჩაბარდება გამოცდა MCSA: Windows Server 2012-ის სტატუსის მისაღებად. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს გადაეცემათ Microsoft სერტიფიკატი და IT აკადემიის ერთობლივი სერტიკატი BTU-სა და Softline Georgia-სგან. პირველ ეტაპზე დამწყებმა სპეციალისტებმა უნდა გაიარონ შემდეგი კურსები:
M20410D: Installing and Configuring Windows Server 2012;
M20411D: Administering Windows Server 2012;
M20412D: Configuring Advanced Windows Server 2012 Services.
თითოეული კურსი მოიცავს 40 საკონტაქტო საათს და შეთავაზებული იქნება სტანდარტული რეჟიმით – თითო კურსი 5 დღე, დღეში 8 საათი ან 4 საათი ყოველდღე – დღის მეორე ნახევარში.
IT აკადემიის გახსნასთან დაკავშირებით, მოქმდებს აქცია და თითო კურსის ღრებულება შეადგენს 250 დოლარს. კურსს წაიკითხავს სერთიფიცირებული პროფესიონალი ტრენერი – ალექსანდრე ბუსლაევი. კურსის ენაა – ინგლისური ან რუსული, მსმენელების მოთხოვნის შესაბამისად“.