მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე | BTU-ს კოდინგის სკოლა ქალებისთვის
- Categories ახალი ამბები
- Date თებერვალი 11, 2022
11 თებერვალი ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღეა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ტექნოლოგიებში ქალთა როლის გასაძლიერებლად 2019 წელს “კოდინგის სკოლა ქალებისთვის” დააფუძნა.
“კოდინგის სკოლა ქალებისთვის” პროექტის ფარგლებში ტექნოლოგიების მზარდი მიმართულებით 6-თვიანი გადამზადების პროგრამა 250-მდე ბენეფიციარმა, ხოლო მოკლევადიანი ტრენინგები – 2500-ზე მეტმა ქალმა გაიარა. კურსის გავლის შემდეგ კი მათი დასაქმების მაჩვენებელი – 75%-ია.
“კოდინგის სკოლა ქალებისთვის” გახდა Grace Hopper Award-ის გამარჯვებული პროგრამის ნომინაციაში, გარდა ამისა, პროექტმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე ,,Emerging Europe’’ საერთაშორისო საკონკურსო ნომინაციაში ,,Future-proof Education Category’’ ხმის უმრავლესობით გაიმარჯვა.
“კოდინგის სკოლა ქალებითვის” BTU-ში ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ფუნქციონირებს: აშშ-ის საელჩო საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ორგანიზაცია ,,ქალები მომავლისთვის’’, Microsoft, Women in Tech, ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრები Webiz და Strategeast.
ტექნოლოგიების სფეროში მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, BTU-ს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში მასშტაბური გადამზადების პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 500 ქალი გადამზადდება.