
მეწარმეობის ცენტრის ვორქშოფი BTU-ს სტუდენტებისთვის
BTU-ს მეწარმეობის ცენტრი სტუდენტებისთვის 5000 ლარიანი საგრანტო კონკურსისა და ყოველწლიური სტარტაპების დემო დღის ფარგლებში, ვორქშოპების სერიას იწყებს.
პრობლემის იდენტიფიცირება და სტარტაპ იდეის ფორმულირება – 2 დღიანი ვორქშოფი.
ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს ბიზნეს იდეის ფორმულირების მეთოდები; მომხმარებლის პრობლემის დეტალური ანალიზის, იდეისა და ბიზნეს მოდელის ზოგადი მონახაზის შემუშავების მეთოდები.
სპიკერი: გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი; სტარტაპ მენტორი