MedHub
გუნდის წევრები: თენგო დიღმელაშვილი , აკაკი დუმბაძე , გიორგი გოგიბერიძე
სტარტაპის მიზანია მომხმარებელს ყოველდღიური დისკომფორტი მოუხსნას მედიკამენტების ან ჰიგიენური პროდუქტების აფთიაქებში შეძენისას. ჩვენ ვთავაზობთ მიტანის სერვისს ნებისმიერი სააფთიაქო ქსელიდან ნებისმიერ მისამართზე თბილისის მასშტაბით. განსხვავებით სხვა მსგავსი აპლიკაციებისგან, ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ რეცეპტიანი მედიკამენტების შეძენაც. ასევე იმუშავებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, მათთვის ვისაც არ აქვს სმარტფონი და კომპიუტერი ან არ იცის მათი გამოყენება.