მათემატიკის ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის
BTU-ს ორგანიზებით აბიტურიენტებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის მათემატიკის ოლიმპიადა სტარტს იღებს. ოლიმპიადა ერთ ეტაპიანი იქნება და მასში მონაწილეობა წინასწარ დარეგისტრირებულ ყველა აბიტურიენტს შეეძლება.
ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნებისა და კვლევითი უნარ–თვისებების ჩამოყალიბება და ხელშეწყობა.
მათემატიკის ოლიმპიადა ერთ ეტაპად ჩატარდება და გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდებიან:
- პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
- მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
- მესამე ადგილი: 500 ლარი აბიტურიენტს + 500 ლარი მათემატიკის მასწავლებელს.
ოლიმპიადა ჩატარდება 16 ივნისს 14:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში
მონაწილეობის მსურველ აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 12 ივნისი, 18:00 საათი