მასტერკლასები სტარტაპერებისთვის
1 ნოემბერს 18:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება Timeout for Startup პროექტის პრეზენტაცია. მასტერკლასები სტარტაპერებისთვის – პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, Timeout, AReal, YE და GITA-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სტარტაპ იდეები და ან აქვთ სურვილი მიიღონ შესაბამისი ცოდნა, რომ გახდნენ წარმატებული ანტრეპრენერები, ჩაუტარდებათ ექვსი მასტერკლასი საქართველოში ცნობილი სტარტაპერებისგან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსკოორდინატორებისგან და სხვა ქოუჩ ლიდერებისგან.
Timeout for Startup პროექტის პრეზენტაციას დაესწრება – ავთანდილ კასრაძე-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
მასტერკლასების სერიის დასრულების შემდეგ, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი სტარტაების პრეზენტაცია მოხდება დემო დღეზე, ყველაზე ინოვაციურ და საინტერესო ღონისძიებაზე!