Mastering the Blockchain – პროგრამის შეხვედრა
5 ოქტომბერს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩატარდება „Mastering the Blockchain” – კურსის შეხვედრა, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას კურსის შესახებ, საშუალება გექნებათ გაესაუბროთ პროგრამის ორგანიზატორებს და რაც მთავარია, გექნებათ შანსი მოიპოვოთ კურსის სრული დაფინანსება.
Შეხვედრაზე კონკურსის პრინციპით შეარჩევა 5 მონაწილე, რომელსაც კომპანია Tether სწავლას სრულად დაუფინანსებს!
Შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია
Რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული.
Mastering the Blockchain- ის შესახებ
Tether Operations Limited (Tether), არის კომპანია, რომელიც ოპერირებს ბლოკჩეინით მხარდაჭერილი პლატფორმით tether.to საქართველოში პირველ საგანმანათლებლო პროექტს „Mastering The Blockchain” -ს იწყებს.
პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის მხარდაჭერით შეიქმნა.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართვლოში ბლოკჩეინის, ბიტკოინისა და „Peer-to-Peer” ტექნოლოგიების შესახებ განათლების ამაღლებას.
„Mastering The Blockchain”-ის სამ კვირიანი პროექტი ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეუქმნის უნიკალურ შსაძლებლობას, გაიზიარონ ინდუსტრიის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება. გაეცნონ Bitcoin, Stablecoin, Peer-to-Peer და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საფუძვლებს, მის გავლენას ფინანსებსა და დეცენტრალიზებულ ფინანსებზე (DeFi). კურსი ასევე მოიცავს ბლოკჩეინის ანალიზს, კიბერუსაფრთხოებასა და იურიდიულ საკითხებს.
პროგრამა შექმნილია, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ინდუსტრიის პროფესიონალების, მეწარმეებისა და მკვლევარებითვის. მათთვის, ვისაც სურს, რომ საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის, მისი გავლენებისა და როლის შესახებ ფინანსურ ინდუსტრიაში. აგრეთვე მათთვის, ვინც დაინტერესებულია ბლოკჩეინში კარიერის გაგრძელებით, ფინანსურ სექტორში ახალი შესაძლებლობების შესწავლით, ან უბრალოდ ინდუსტრიაზე ცოდნის გაღრმავებით.
პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციოდ შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი ბმული.