მარიამ თოხაძე
მარიამ თოხაძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ამჟამად არის საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს. სხვადასხვა დროს, იგი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და მონაწილეობას იღებდა ეროვნული დონის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ძალადობრივი ექსტრემიზის შესწავლისა და პრევენციის თემაზე სახელმძღვანელოების შექმნასა და ადაპტაციაში.