მარიამ ლაშხი
მარიამი ლაშხი არის ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
მარიამ ლაშხს აქვს 13 წელზე მეტი ხნის წარმატებული სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო მმართველობაში, კერძო სექტორში, სამოქალაქო საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. არის საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. მარიამ ლაშხი არის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე. ასევე, გახლავთ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრი. მარიამ ლაშხი არის ბავშვის უფლებათა დაცვის და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოების წევრი.
მარიამ ლაშხი მუშაობს პუბლიკაციებსა და სამეცნიერო სტატიებზე საქართველოსა და საერთაშორისო ჟურნალ-გაზეთებში გამოსაქვეყნებლად. მათ შორის არის Forbes Women-ის კონტრიბუტორი.