მარიამ ხუციშვილი
მარიამ ხუციშვილი არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. წლებია ეწევა აქტიურ პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. არის დაზღვევისა და გაყიდვების მიმართულების ტრენერი და მიწვეული ლექტორი სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებში.
მარიამ ხუციშვილს აქვს სადაზღვევო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. გახლავთ დაზღვევის და გადაზღვევის ბროკერთა ასოციაციის დამფუძნებელი. კომპანია „თრეიდ ჯორჯია“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს და ასევე გახლავთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ანალიტიკოსი.
მარიამ ხუციშვილი აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი პუბლიკაციის ავტორი და კონფერენციის მომხსენებელი. ასევე უწყვეტად მონაწილეობს პროფესიული განვითარების ღონისძიებებში. გახლავთ საერთაშორისო კლასიკური მუსიკის აკადემიის ლექტორი და იტალიური ენის სპეციალისტი.