მაია ნონიაშვილი
მაია ნონიაშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, სამაგისტრო პროგრამის – „ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ ხელმძღვანელი.
მაია ნონიაშვილს აქვს თხუთმეტ წელზე მეტი პრაქტიკული და აკადემიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს განათლებაში. ამჟამად გახლავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კანცლერი, ასევე ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მას განხორციელებული აქვს კვლევითი, სასწავლო და ინსიტიუციური საქმიანობა ევროპის უნივერსიტეტებში (KTH სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ბრაგანსის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტოს პოლიტექნიკური, ვესტფალიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, გენტის უნივერსიტეტი, ლუბლიანის ბიზნესის სკოლა).
მაია ნონიაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში. არის ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე დუბაიში.