მაია მელიქიძე
მაია მელიქიძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის უფროსი მრჩეველი. მაია მელიქიძე აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას ბიზნესის ადმინისტრირების, მათ შორის განახლებადი ენერგიების წყაროების განვითარების მიმართულებით.
მაია მელიქიძე აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. არის 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო ვორკშოპის, სემინარის მონაწილე, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე და მკვლევარი.
მაია მელიქიძე ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში დოქტორანტებს ხელმძღვანელობს შემდეგი საკვლევი თემების ფარგლებში: „ნახშირბადით ვაჭრობის მექანიზმის როლი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის პროცესში”, “განახლებადი ენერგიების წყაროების განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებაში”.
ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის მაია მელიქიძის სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- ჰარვარდის უნივერსიტეტის MOC Affiliated Network-ში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინსტიტუციური წევრობის აკადემიური კოორდინირება;
- ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) განახლებადი ენერგიების კვლევითი ცენტრის დირექტორის სტატუსი;
- ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე დუბაიში;
- ჟან მონეს მოდულის “ევროკავშირი ენერგოუსაფრთხოებისა და მდგარი განვითარების პოლიტიკისთვის – EU- Energy-SSDP” პროექტის აკადემიური კოორდინირება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხრიდან;
- ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების 3E-Partnership პროექტის აკადემიური კოორდინირება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხრიდან.