მაია ხელაძე
მაია ხელაძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
მაია ხელაძე იკავებს ციფრული ბანკის სს ჰეშ ბანკის საგადახდო სისტემებისა და ოპერაციების მართვის დირექტორის თანამდებობას, პარალელურად არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ევროკრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, „საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, „ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბი საქართველოში“ თანადამფუძნებელი.
2012 წლიდან მაია ხელაძე ახალგაზრდებს უზიარებს მდიდარ საბანკო გამოცდილებას ორ უნივერსიტეტში: ბიზნესისა და ტექნოლოგიების და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „საბანკო საქმის“ და „ელექტრონული კომერციის ადმინისტრირების“ კურსების სწავლების გზით.
მაია ხელაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში გადახდებისა და ციფრული სერვისების განვითარების საკითხებზე. მას გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში.