მაგდა ბერუაშვილი
მაგდა ბერუაშვილი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ დოქტორანტი. საკვლევ თემად შერჩეული აქვს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები მართლმსაჯულების სწრაფი და ეფექტური განხორციელებისათვის და მათი დანერგვის მოდელები.
მაგდა ბერუაშვილი იკავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი – მოსამართლის თანაშემწის პოზიციას. 2023 წელს მან მოიპოვა, რუსთაველის ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია, რომლის მხარდაჭერით მიეცა შესაძლებლობა, კვლევითი სამუშაოები განეხორციელებინა გერმანიაში, კერძოდ, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში. 2023 წელს მან ასევე მოიპოვა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სტიპენდია სასამართლოს თანამშრომლებისათვის, რომლის ფარგლებშიც გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართელოს მედიატორთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისათვის თემაზე – ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ინოვაციები მართლმსაჯულების სისტემაში.
მაგდა ბერუაშვილმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაზე: „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში“ წარადგინა მოხსენება თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და მართლმსაჯულება – შესაძლებლობა და რისკები“.