Les Roches – პროგრამის პრეზენტაცია
Les Roches პრეზენტაციას Les Roches-ის გენერალური დირექტორი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული შვეიცარული სკოლა, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით Les Roches ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, სასტუმროების მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამით იწყებს ფუნქციონირებას.
Les Roches პროგრამა საქართველოში სტუმართმასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტის (HMI) პარტნიორობით ხორციელდება.
“ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით მსოფლიოს სამეულში შემავალ სტუმარ-მასპინძლობის სკოლას საქართველოში ,,Les Roches”, რომელიც შემოდის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე და იწყებს საქართველოში მაღალი დონის მენეჯერების მომზადებას და ეს არის ნამდვილად, ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მისასალმებელი ფაქტი.
მადლობა მინდა მოგახსენოთ, მინდა მივულოცო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს და ბატონ მიხეილ ბატიაშვილს ესოდენ დიდი წარმატება.
ბოლო პერიოდში არაერთი პოზიტივი მოდის ამ უნივერსიტეტიდან და ეს ალბათ ყველაზე დიდი მოვლენაა, რაც გვსმენია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ჩვენ ყველანი ამას მივესალმებით.” – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.