ლატვიის მთავრობა აცხადებს კონკურსს 2020/2021 სასწავლო წლისთვის სამივე საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის
ლატვიის მთავრობა სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოსთან ერთად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას სთავაზობს მოიპოვონ დაფინანსება და გაემგზავრონ ლატვიის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოკლევადიანი ან სემესტრული ვიზიტებით 2020/2021 სასწავლო წელს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 1 აპრილი.
დეტალური ინფორმაცია სტუდენტური კონკურსისა და დაფინანსების მოპოვების პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე;
დეტალური ინფორმაცია აკადემიური პერსონალისთვის კვლევითი სტიპენდიების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]