ლაბორატორია ინდუსტრია 4.0
- Categories ლაბები
- Date სექტემბერი 3, 2021
ინდუსტრია 4.0 ლაბორატორიის კონცეპტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის – HEIn4-ის ფარგლებში განავითარა.
Microsoft-ის გადაწყვეტილებები ბიზნეს ანალიტიკისთვის, Power BI, Dynamics 365, Azure, Google-ის ინსტრუმენტები, Cloud და Analytics, ვირტუალური რეალობა და პროდუქტის 3D ვიზუალიზაცია, Unity, Unreal engine, Blender, Adobe-ის სხვადასხვა პროდუქტები, პოდკასტების სერია ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ და სხვა პროექტები, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პარტნიორობითა და BTU-ს ორგანიზებით ტარდება.
ლაბორატორია ოფიციალურად 2021 წლის 25 მარტს გაიხსნა.
ღია, გამჭვირვალე და დოკუმენტურად დადასტურებული ტენდერების საფუძველზე ლაბორატორია აღჭურვილია:
- 12 მძლავრი კომპიუტერით, მონიტორითა და პროექტორით;
- სპეციალური Dell სერვერით;
- 2 ტიპის სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფით: Power BI & Photoshop.
ინდუსტრია 4.0 ლაბორატორიის აქტივობები
- ინტენსიური მოკლე კურსები ინდუსტრიული პარტნიორებისა და სტუდენტებისთვის
- ვებინარები
- საკონსულტაციო შეხვედრები
ინტენსიური მოკლე კურსები ინდუსტრიული პარტნიორებისა და სტუდენტებისთვის
- Power BI_1 – სამიზნე აუდიტორია: პარტნიორი ტექ-კომპანიების პერსონალი და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები
- Power BI_2 – სამიზნე აუდიტორია: პარტნიორი ტექ-კომპანიების პერსონალი და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტები
- SEO/Google Ads/ Google Analytics – სამიზნე აუდიტორია: პარტნიორი ტექ-კომპანიების პერსონალი და ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები
- Amazon Web Services – სამიზნე აუდიტორია: პარტნიორი ტექ-კომპანიების პერსონალი და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებია
- Power Bi-ს ტრენინგი ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის
Volvo-ს ავტოქარხანამ და სხვა ინდუსტრიულმა ლიდერებმა ,,ინდუსტრია 4.0-ის’’ მოდული BTU-ს სამაგისტრო პროგრამაზე დანერგეს
კვლევის ანგარიშები
(პროექტის მეორე ბროშურა: ქართული უნივერსიტეტების გამოცდილება – სტატიების კრებული)
(HEIn4 – პროექტის პირველი ბროშურა: Case Study – ქართული და ევროპული უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკები)
(Authors: Giorgi Basilaia, Marine Dgebuadze. July 2020)
- “Study the Teaching Methodology and Curriculum in relation to Industry 4.0” within the framework of Erasmus+ CBHE HEIn4 project: “Boosting the role of HEis in the Industrial Transformation towards the Industry 4.0 Paradigm in Georgia and Ukraine.
(Authors: Giorgi Basilaia, Marine Dgebuadze. November 2020)