თანამშრომლობა NCURA-სთან (აშშ)
2023 წელს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით და უნივერსიტეტების კვლევების ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA, აშშ) თანამშრომლობით დაარსდა NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ქსელი, რომელიც რეგიონში საუნივერსიტეტო კვლევების ადმინისტრატორების პროფესიული გაერთიანებას წარმოადგენს და ქმნის ერთიან პლატფორმას საუკეთესო პრაქტიკების და გამოცდილების გაზიარებისათვის, ხელს უწყობს კველევების ინტერნაციონალიზაციას და მულტიდისციპლინური მიდგომების დანერგვას კვლევებსა და სწავლებაში.
2022 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) აქტიურად არის ჩართული საქართველოში აშშ საელჩოსა და „ამერიკის საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის“ მიერ დაფინანსებულ და აშშ კვლევების ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს მიერ (NCURA) მხარდაჭერილ პროგრამაში „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება“.
პროგრამის ფარგლებში BTU-ს წარმომადგენებმა მონაწილეობა მიიღეს ორ სასწავლო ვიზიტში აშშ-ში, რომელიც განხორციელდა 2022 და 2024 წელს.
2022 წლის ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის მხარდაჭერასა და პრაქტიკული კვლევის შედეგების ინდუსტრიულ სექტორთან დაკავშირებას ინოვაციების ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისათვის.
2024 წლის ვიზიტი კი ეხებოდა კვლევის ადმინისტრირებას საუნივერსიტეტო სივრცეში და მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების ინსტიტუციებში კვლევის ადმინისტრირების ერთეულების ფუნქციონირების სრულყოფას.
სასწავლო ვიზიტების ფარგლებში BTU-ს წარმომადგენლებმა გაიარეს ტრენინგები აშშ-ს ისეთ ინსტიტუციებში, როგორიცაა: ჰარვარდის, იელის, პენსილვანიის სახელმწიფო, ჯორჯ მეისონი, ჯორჯ ვაშინგტონის, ამერიკული, ნიუ ორკის უნივერსიტეტები, ჯონ ჰოპკინსის ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, აშშ ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ტექნოლოგიური ტრანსფერის მენეჯერების საუნივერსიტეტო ასოციაცია, ამერიკულ-ქართული ბიზნეს საბჭო, ვირჯინიის ინოვაციების პარტნიორთა ასოციაცია, ინოვაციისა და მეწარმეობის ინსტიტუტი, კემბრიჯის ინოვაციის ცენტრი, ლონგ აილენდის უნივერსიტეტი, სტივენსის და ნიუ იორკის ტექნოლოგიური ინსტიტუტები, მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრი, ოლდ დომიონის უნივერსიტეტი, ვარტონის ბიზნესის სკოლა და სხვა.
სასწავლო ვიზიტების შედეგად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ეგიდით და NCURA-ს ხელშეწყობით ინიცირდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა
BTU-სთან თანამშრომლობით NCURA-ს მიერ შემუშავდა ტექნოლოგიური ტრანსფერის კურსის სასწავლო გეგმა. NCURA-ს აღმასრულებელი დირექტორი – კლერ ჩენი უწევს კოორდინაციას მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი (AUB), ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში, ლონდონის კინგს კოლეჯი, პენსილვანიის უნივერსიტეტი) ტექნოლოგიური ტრანსფერის სიღრმისეული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კურსის მონაწილეებისთვის.
ონლაინ დისკუსიები მოიცავს სხვადასხვა თემებს: გამოგონების გამჟღავნების პროცესს, ახალი ტექნოლოგიების შეფასებას და დაცვას, კვლევის მენეჯერების და ადმინისტრატორების როლის მიმოხილვას Tech Transfer ციკლში, Tech Transfer ოფისების როლის განხილვას აკადემიურ-კორპორატიული ალიანსების განვითარებაში. კურსის ფარგლებში უკვე მოეწყო რამდენიმე შეხვედრა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სააგენტოს „საქპატენტის“ წარმომადგენლებთან. მათ BTU-ს გაუზიარეს საპატენტო პოლიტიკის დოკუმენტი და ინფორმაცია საპატენტო განაცხადების შესახებ.
BTU-ს ინიცირებით ასევე შედგა სამუშაო შეხვედრა პატენტის მფლობელ მეცნიერებთან და გაიმართა დისკუსია კვლევის კომერციალიზაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების თემატიკის ირგვლივ.
NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს:
- რეგიონულ თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებას და საერთაშორისო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას ეფექტური და მდგრადი გლობალური პარტნიორობის გზით;
- რესურსების, ინფორმაციის და საუკეთესო პრაქტიკების გავრცელებას კვლევის ადმინისტრირების ციკლის შესახებ;
- მაღალკვალიფიციური ექსპერტების, პრაქტიკოსი და თანამოაზრე პროფესიონალების გაერთიანებას და პლატფორმის შექმნას ეფექტური თანამშრომლობისთვის;
- მულტიდისციპლინურ მიდგომებს განათლებასა და კვლევაში, რაც დაეხმარება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს ფუნდამენტური კვლევის შედეგებიდან სამომხმარებლო ბაზრამდე;
- ცოდნის გაზიარების მიზნით ონლაინ კურსების, აქტივობების, ვებინარების, ვორქშოპების ორგანიზებას.
NCURA სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივა აწყობს რეგულარულ საგანმანათლებლო და საინფორმაციო სესიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რათა მხარი დაუჭიროს ადგილობრივ დოქტორანტებს, პროფესორებს და კვლევის ადმინისტრატორთა საზოგადოებას ქსელების განვითარებასა და ცოდნის გაზიარებაში. დაგეგმილი აქტივობები იმართება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც ქმნის ჩართულობის მეტ შესაძლებლობას მათთვის, ვინც ვერ ახერხებს ადგილზე დასწრებას.
2023 და 2024 წლებში, NCURA-ს ხელმძღვანელობით შექმნილი, დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები მოიცავს:
- კვალიფიკაციის ამაღლების სემინარებს დოქტორანტებისთვის, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისათვის და კვლევის ადმინისტრატორებისთვის,
- სემინარებს ტექნოლოგიების გადაცემის მოდელების შესახებ,
- პანელურ დისკუსიებს კვლევის მართვის ციკლის შესახებ სამხრეთ კავკასიაში,
- სემინარებს აშშ-ს დაფინანსების შესაძლებლობებზე, და
- სესიებს სტუდენტების ჩართულობით.
2023 წელს დაგეგმილ და განხორციელებულ ყველა აქტივობას ხელმძღვანელობს NCURA და მასპინძლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
NCURA სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივა მხარდაჭერილია უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მიერ, რომლის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უსდ) სამეწარმეო კულტურის ხელშეწყობა, პრაქტიკული კვლევის შედეგების დაკავშირება მრეწველობასთან, ინოვაციების და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა უსდ-ბიზნესი-სამთავრობო კავშირების გასაძლიერებლად.
NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ქსელში ამჟამად გაერთიანებულია 16 პარტნიორი ინსტიტუცია:
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველო;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, საქართველო;
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- ოდესის მეჩნიკოვის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა;
- დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი, უკრაინა;
- მიკოლა გოგოლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა;
- ტავრიას სახელმწიფო აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სომხეთი;
- სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთი;
- ეკონომიკისა და სოციალური განვითარების ცენტრი, აზერბაიჯანი
BTU ერთ სივრცეში აერთიანებს უმაღლეს განათლებას, რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბს, ბიზნეს აქსელერატორს, ხელოვნური ინტელექტის, ბლოკჩეინ, კიბერუსაფრთხოების, განახლებადი ენერგიების, Android & iOS და ინდუსტრია 4.0 ლაბორატორიებს, მეწარმეობის და კვლევით ცენტრებს.
უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში 2024 წელს აშშ-ში განხორციელებული ვიზიტის შედეგად, BTU-ს პრიორიტეტული დარგებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობები, აშშ-ს უნივერსიტეტებთან შესაბამის სამეცნიერო მიმართულებებში:
- მწვანე/მდგრადი ენერგია და მწვანე ეკონომიკა (ასევე, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოსაზღვრე კვლევები) – სავარაუდო პარტნიორი ინსტიტუციები:
- Northeastern University www.northeastern.edu
- Stevens Institute of Technology https://www.stevens.edu/
- Pennsylvania State University www.pennstate.edu
- George Washington University www.gwu.edu
- George Mason University https://www.gmu.edu/
- აგრარული ტექნოლოგიები (ასევე, მოსაზღვრე კვლევებით) – სავარაუდო პარტნიორი ინსტიტუციები:
- Pennsylvania State University www.pennstate.edu
- Stevens Institute of Technology https://www.stevens.edu/
- George Washington University www.gwu.edu
- მეწარმეობა – სავარაუდო პარტნიორი ინსტიტუციები:
- George Washington University www.gwu.edu
- George Mason University https://www.gmu.edu/
- Stevens Institute of Technology https://www.stevens.edu/
უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში 2024 წელს აშშ-ში განხორციელებული ვიზიტის შედეგად BTU-ს ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების პროგრამების პარტნიორად მოიაზრება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ქალთა გლობალური ინსტიტუტი. (George Washington University Global Women Institute)
სამეცნიერო დიპლომატიის სამიტი – უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში 2024 წელს აშშ-ში განხორციელებული ვიზიტის შედეგად, 2025 წლის შემოდგომაზე დაიგეგმა სამეცნიერო დიპლომატიის საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება BTU-ს ეგიდით ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის ცენტრთან (John Hopkins University Bloomberg Center) ერთობლივად.
აღსანიშნავია, რომ ბლუმბერგის ცენტრი გახლავთ სამეცნიერო დიპლომატიის ჰაბი აშშ-ში და ის ყოველწლიურად ატარებს სამეცნიერო დიპლომატიის სამიტს Science Diplomacy Summit, რომელიც წარმოადგენს მკვლევრების, ექსპერტების, დიპლომატიური და კორპორატიული სექტორის წარმომადგენლების შეკრების ადგილს, სადაც განისაზღვრება გლობალური პრობლემების სამეცნიერო გზებით გადაჭრის გზები და შესაბამისი პოლიტიკა.
ღონისძიების თემატიკის განსაზღვრა ხდება წინასწარ შეთანხმებით. 2025 წლის სამიტი დაგეგმილია შემოდგომაზე. BTU-ს ორგანიზებით მოხდება სამიტის სატელიტური ღონისძიების ადმინისტრირება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის პოპულარიზაციას და ინტეგრირებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
2025 წლის განმავლობაში NCURA-ს, აშშ საელჩოსა და „ამერიკის საბჭოების საერთაშორისო განათლებისათვის“ მხარდაჭერით დაგეგმილია ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტი BTU-ში.
BTU სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებსა და შესაძლებლობებს სტარტაპების ფორმირებისათვის, თუმცა, ისევე როგორც საქართველოს სხვა წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კვლევებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო კავშირის განვითარებაში კვლავ მნიშვნელოვანი ხარვეზია. შესამჩნევია კვლევებზე დაფუძნებული სტარტაპების ნაკლებობა, მკვლევრების მიერ ჭირს თავიანთი კვლევის კომერციალიზაციის პერსპექტივების შეფასება და ბიზნეს სექტორისათვის კვლევის შედეგების მომგებიანად წარდგენა.
აშშ-ს ექსპერტების საპასუხო ვიზიტის სამუშაო თემატიკა კვლევაზე დაფუძნებული სტარტაპების ფორმირების და BTU-ში მათი მდგრადობის უზრუნველსაყოფი პროცესის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა/ამუშავება იქნება.
აშშ-ს ექსპერტების და NCURA-ს ხელშეწყობით BTU გეგმავს მეწარმეობისა და კვლევითი ცენტრებისათვის ისეთი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციური აზროვნების ფორმირებას, სამეწარმეო საქმიანობას განვითარებას და მის მაქსიმალურ ინტეგრირებას უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით აქტივობებში.