კურსი საჩუქრად ჩვენი MBA პროგრამის სტუდენტებსა და მომავალ მაგისტრანტებს!
Microsoft Office 365-ის კოლაბორაციული საშუალების გამოყენება თანამედროვე სამუშაო გარემოში – რა ხელსაწყოებით ხდება თანამშრომლების, ორგანიზაციაში არსებული სხვადასხვა დეპარტამენტების მუშაობის ეფექტურობის გაზრდა – სწორედ ეს არის კურსი, რომელიც BTU-ს მაგისტრანტებისთვის, კურსდამთავრებულებისა და იმ კანდიდატებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე აპირებენ ჩაბარებას.
სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელმა მიიღოს:
· ზოგადი ინფორმაცია თუ რატომ არის საჭირო IT გადაწყვეტილებები/უპირატესობები
· თანამედროვე სამუშაო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ორგანიზაციებში
· ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იყოს დანერგილი კომპანიაში
· კონკრეტულ პროდუქტებთან და გადაწყვეტილებებთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
· ცოდნა თანამედროვე სამუშაო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ოგანიზაციებში და შეძლოს მუშაობა მსგავს ციფრულ, კოლაბორაციულ ინსტრუმენტებთან
კურსს წაუძღვებიან სალომე ქვლივიძე და ლაშა ქვლივიძე. ტრენინგი მოიცავს თეორიულ ლექციას ვებინარის ფორმატით, პრაქტიკულ სამუშაოსა და გუნდურ დავალებებს.