კრეატივი რეკლამაში
,,კრეატივი რეკლამაში” – მსოფლიოს მოწინავე გლობალური მარკეტინგული კომპანია McCANN ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ტოპ სტუდენტებისთვის საავტორო კურსს შეიმუშავებს. McCANN მსოფლიოს სარეკლამო კომპანიათა ხუთეულში, ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით შედის, როგორებიცაა CocaCola, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, Fanta, MasterCard, Microsoft, Loreal და ა.შ.
რეკლამირებისა და კრეატივის კურსის პრეზენტაცია 14 მარტს 12 საათზე, სილიკონ ველი თბილისის სივრცეში გაიმართება. პროექტი მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და მასზე წინასწარი სარეგისტრაციო ფორმა BTU Classroom-ით არის შესაძლებელი