კრეატიული ფექნოლოგიების ფესტივალის გამარჯვებული ცნობილია! გამარჯვებული გუნდია კოსმო
კრეატიული ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი საქართველოში დასრულდა და გამარჯვებული გუნდი ცნობილია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პარტნიორებთან ერთად პირველი კრეატიული ტექნოლოგიების ფესტივალი ჩაატარა.
მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსი, გრაფიკული დიზაინერებისა და დეველოპერებისთვის უნივერსიტეტის ორგანიზებით ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩატარდა.
ფესტივალი საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა Westminster-ის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ჩაატარა.
ფესტივალის ფარგლებში მონაწილე გუნდებს ტექსტური მასალის გაციფრულება – ვიზუალიზაციის დავალება მიეცემათ.
მონაცემთა ვიზუალიზაცია, ტექსტური მასალების გაციფრულება და ანიმაციური ინფოგრაფიკები, ნეტარტი, სთორითელინგის გრაფიკული გამოსახულებები და სხვა გადაწყვეტილებები ერთ პლატფორმაში, ერთი ისტორიის გარშემო შეიქმნა.
კრეატიული ტექნოლოგიების კონკურსის ფარგლებში საკონკურსო თემა იყო „საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა’’. მონაწილეებმა მიიღებეს ტექსტური მასალა, ორ ენაზე, რომლის ვიზუალიზაცია საკუთარი კრეატიული გადაწყვეტილებებით უნდა მოეხდინათ.
კრეატიული ტექნოლოგიების ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად შედგენილმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი – „კოსმო“, რომელმაც 1000 ფუნტი მოიპოვა.
კოსმო სამი წევრისგან შედგება. მათი ნამუშევარი მართლაც გამრჩეული ვიზუალისაა. საოცარი მოგზაურობა კოსმოსში კოსმოსური ხომალდით –სწორედ ამ ფორმით გადმოსცეს გამარჯვებულებმა პროექტი.
„ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ ამ პროექტში. ზოგადად, მომხმარებლისთვის მშრალი ვიზუალი არაფრის მთქმელია. ვიზუალი იმდენად დახვეწილი უნდა იყოს, რომ ამბის, ტექსტის მთავარი მესიჯები სწორად მიიტანოს მკითხველამდე. აქედან გამომდინარე პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, ვიზუალის შემქმნელისთვის. მშრალი ტექტსი, რომელიც ჩვენ მოგვცეს განსაკუთრებული იდეა მივეცით და ვეცადეთ, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ ინფორმაცია მკითხველისთვის მაქსიმალურად საინტერესოდ და შთამბეჭდავად მოგვეწოდებინა.
მივიღეთ ფინანსური ჯილდო, რომელსაც პროფესიული განვითარებისთვის გამოვიყენებ და ახალ პორგრამებს შევსწავლი. როგორც ვიცი, პროექტის გაგრძელებაც იგეგმება და მას უფრო დავხვეწავთ,“ – განმარტავს გამარჯვებული გუნდის წევრი, გრაფიკული დიზაინერი ანა გვენცაძე.
პროექტის პარტნიორები იყვნენ: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ანტრეპრენერი, Emerging Europe, ბრიტანეთის საბჭო, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი, Experience Haus.